მთავარი რეგიონი გაერთიანებული აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

გაერთიანებული აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

0 770

აჭარის მთავრობის სახლთან სოციალურად დაუცველების, იპოთეკით დაზარალებულების, ეკომიგრანტებისა, და სხვადასხვა შენობაში თვითნებურად შესახლებულების გაერთიანებული აქცია მიმდინარეობს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალური სამართლიანობის აღდგენას სთხოვენ. იპოთეკარების მოთხოვნა უცვლელია. ისინი გამოსახლების პროცესის შეჩერებასა და დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების გაცემას ითხოვენ, თვითნებურად შესახლებულები კი მათი საკითხების თავიდან შესწავლას. აქციაზე სოფელ გონიოს მოსახლეობას იმყოფება, ისინი იმ მიწების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც მათ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯერ საკუთრებაში გადასცეს, მერე კი ჩამოართვეს. სადაო მიწები გონიოს ციხესთან მდებარეობს და ნაწილს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, ნაწილზე კი ხელისუფლება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. აქცია დრამატული თეატრიდან დაიწყო, მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი