მთავარი პოლიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ორი წლის შემაჯამებელი ანგარიში მოამზადა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ორი წლის შემაჯამებელი ანგარიში მოამზადა

0 757

15-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელსუფლების და პარლამენტის საქმიანობის 2 წლის შემაჯამებელი ანგარიში მოამზადა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი გახდა მაგრამ ამ კუთხით კვლავ რჩება პრობლემები.

გიგაური არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ პარლამენტი სხვადასხვა საკითხის განხილვის დროს, გადადის ურთიერთბრალდებებზე და მოსახლეობა ვერ იღებს შესაბამის ინფორმაციას, ასევე პარლამენტის როლი, იყოს აღმასრულებელი ხელისუფლბის მაკონტროლებელი არის სუსტი, ხოლო აღმასრულებელი ხელსიუფლების საქმიანობაში ფორმალური მმართველობის ნიშნები შეინიშნება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რის წინაშეც დგას პარლამენტი არის ის, რომ ისინი ფაქტიურად ვერ აკონროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ამ ნაწილში პარლამენტი არის ძალიან სუსტი. ვფიქრობთ, რომ გამოწვევის წინაშე დგას აღმასრულებელი ხელისუფლება, როდესაც საუბარია არაფორმალურ მმართველობაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და რა თქმა უნდა იგი გავლენას ახდენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხი, რაც არის კავშირში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ეს არის ნაკლები კოორდინაცია ერთმანეთს შორის,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამნისტროებში მიმდინარე რეფორმები, კველევაში დადებითად არის შეფასებული, თუმცა ასევე საუბარია, რომ მიუხედავად რეფორმისა, პენიტენციალურ სისტემაში კვლავ რჩება პრობლემები.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მედია ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო მეტად თავისუფალი გახდა.

აღსანიშნავია არასამთავრობოების რეკომენდაცია, რომელსაც ხელისუფლებას აძლევენ და ურჩევენ რომ სხვადასხვა საკითხების განხილვისას, უფრო მეტდ გაიზარდოს მედიის ჩართულობა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი