Alaska Airlines-ის ლაინერის საბარგულში ტექნიკოსს ჩაეძინა

    0 843

    ამერიკული ავიაკომპანიის Alaska Airlines თვითმფრინავი იძულებული გახდა სასწრაფოდ აეროპორტში დაბრუნებულიყო, მას შემდეგ რაც საბარგულ განყოფილებაში ჩაძინებული ტექნიკური პერსონალი აღმოაჩინეს. ოფიციალური ინფორმაცია ავიაკომპანიამ საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა.
    „რეისი 448 რომელიც ლოს-ანჯელესისაკენ მიემართებოდა აფრენის შემდეგ კვლავ სიეტლში დაბრუნდა მას სემდეგ რაც საბარგულ განყოფილებაში კაკუნის ხმა გაისმა. ხომალდის კაპიტანმა ავარიული დაფრენის გადაწყვეტილება მიიღო. თვითმფრინავი ჰაერში მხოლოდ 14 წთ იმყოფებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
    როგორც გაირკვა ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი თვითმფრინავის ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებდა და საბარგი ნაკვეთურში ჩაეძინა. Alaska Airlines-ის ცნობით, ტექნიკოსი არ დაშავებულა, თუმცა შემოწმებისათვის გადაყვანილია საავადმყოფოში.

    ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი