მთავარი სამართალი შსს-ს ევროპის მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ

შსს-ს ევროპის მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ

0 764

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრის, ევროპოლის, ევროკავშირის და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნების ექსპერტები ესტუმრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს შსს-ს აკადემიის, იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. აღნიშნული ვიზიტი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მონიტორინგისა და არსებული გამოწვევების განხილვის მიზნით დაიგეგმა. სამუშაო შეხვედრა ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრის ეგიდით გაიმართა. სტუმრებს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსმა ნუგზარ სუჯაშვილმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა და სპეციალისტებმა აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ისრაელიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ხორვატიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან.
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს, რომელიც შეხვედრის მონაწილეების ინფორმირებულობის ამაღლებას და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვას ისახავდა მიზნად. შსს-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიის შესაძლებლობების, საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტროლის მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროს ექსპერტებისა და სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა. როგორც ცნობილია, ამ ცვლილებების მიღების შემდეგ მკვეთრად იკლო საქართველოში ახალი ფსიქოატიური საშულებების შემოტანამ და მოხმარებამ. სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვამ განაპირობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოვლენის 90%-ით კლება.
პრეზენტაციის მიზანს ასევე წარმოადგენდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნების ექსპერტებისთვის ახალი ფსიოქოაქტიური ნივთიერებების კონტროლის (რეგულირების) საკანონმდებლო პრაქტიკის გაზიარება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ უცხოელმა სტუმრებმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორია დაათვალიერეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერებების, მათ შორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ე.წ. „ბიო“-ს ექსპერტიზა ხდება.
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა სტუმრებს ის მიღწევები გააცნეს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს მოყვა. უწყების რეფორმირება გამოიხატა როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწაში, ასევე საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დანაყოფების თანამედროვე აპარატურით აღჭურვაში, უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვაში, რეგიონალური საექსპერტო-კრიმინალსიტიკური ლაბორატორიების შესაძლებლობების ამაღლებასა და ექსპერტების გადამზადებაში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების სრულყოფილი იდენტიფიცირება უკვე ხდება როგორც თბილისის, ასევე რეგიონალურ ლაბორატორიებში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი