შიომღვიმეში გამწვანების აქცია გაიმართა

    0 819

    პრემიერ-მინისტრის ინიციატივის – „მწვანე მომავალი“ ფარგლებში ხორციელდება და სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 70-მდე წიწვოვანი ჯიშის ხე დაირგო. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად შიომღვიმის ტერიტორიის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.

    ეროვნული სატყეო სააგენტო გამწვანებული ტერიტორიის პატრონაჟს და მოვლას საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს.

    აღსანიშნავია, რომ კამპანიის „მწვანე მომავალი“ ფარგლებში, გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 250 000 სხვადახვა სახეობის ნერგი დაირგო.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი