მთავარი საზოგადოება შვეიცარიელი ექსპერტები დევდორაკ-ამალის ხეობაში იმყოფებიან

შვეიცარიელი ექსპერტები დევდორაკ-ამალის ხეობაში იმყოფებიან

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შვეიცარიულ კომპანია „GEOTEST”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შვეიცარიელი ექსპერტები სტიქიური პროცესებს შეისწავლიან, რის შემდეგაც, ადრეული შეტყობინების სისტემის კონცეფციას შეიმუშავებენ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დაბა ყაზბეგში, შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად, მყინვარ დევდორაკზე და მდ. ამალის ხეობაში სტიქიური პროცესების მიმდინარეობას ადგილზე დააკვირდა.

სპეციალისტები ადგილზე შეარჩევენ ტერიტორიებს, სადაც განლაგდება ადრეული შეტყობინების სისტემისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები. ადრეული გაფრთხილების სისტემა გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს სტიქიურ პროცესებზე რეაგირება რამდენიმე წუთის წინსწრებით მოახდინოს, რის შემდგომაც შესაძლებელი გახდება სტიქიური პროცესების ფიქსაცია და განგაშის გამოცხადება.

აღნიშნული სისტემის დამონტაჟებით შესაძლებელი გახდება საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრავი როგორც ადგილობრივი ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი