მთავარი დიასპორა შეხვედრა ასურელთა წარმომადგენლებთან

შეხვედრა ასურელთა წარმომადგენლებთან

16 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოში ასურელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტს, დავით ადამოვსა და სოფ. ქანდაში არსებული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს მამა სერაფიმეს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე და ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე დაინტერესდა ასურელების მდგომარეობით და შეხვედრაზე განხილულ იქნა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული ასურელების საკითხები.
შეხვედრის შემდეგ გელა დუმბაძემ განაცხადა,რომ 500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, რომ ასურელი ბავშვები იშვილოს.
“ისინი ჩვენი ხელისუფლებიდან ელიან კონკრეტულ განცხადებას, რომ საქართველო მზადაა, ბავშვების რაღაც ნაწილი მაინც მიიღოს. სასულიერო პირთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ 500-მდე ქართულმა ოჯახმა მიმართა მათ მზადყოფნით, რომ ეს ბავშვები იშვილონ”, – აღნიშნა გელა დუმბაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი