მთავარი სამართალი შალვა აბულაძის ადვოკატის განცხადებით, შ.აბულაძის ბრალი “შეთითხნილია”, ხოლო პოლიციელების მკვლელი დღემდე არაა...

შალვა აბულაძის ადვოკატის განცხადებით, შ.აბულაძის ბრალი “შეთითხნილია”, ხოლო პოლიციელების მკვლელი დღემდე არაა დაკავებული

0 1260

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ადვოკატის განცხადებით, მას აეკრძალა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე საჯარო განცხადებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩილ ჩუბინიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, კერძოდ ,374 მუხლის თანახმად გამოძიების მონაცემის გახმაურება + ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 

,,შენი მედია გუნდი” დაუკავშირდა არჩილ ჩუბინიძეს ,რომელმაც კომენტარი გააკეთა ამ საკითხთან დკავშირებით.

,,მას შემდეგ რაც გავეცანი შალვა აბულაძის ბრალდების შესახებ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ამ საქმეში აღმოვაჩინე უმნიშვნელოვანესი დარღვევები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ამ დარღვების შესახებ ინფორმაციებს ვაწვდიდი ჟურნალისტებს. პროკურატურა დადგა რეალური საფრთხის წინაშე, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა შალვა აბულაძის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების არ არსებობის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტა ოფიციალურად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის საფუძველზე გავეფრთხილებინე, რომ არ გავახმაურო შალვა აბულაძის საქმის მასალები, ხოლო მათი გახმაურების შემთხვევაში ჩემს მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. იმ ფონზე, როცა ბრალდების მხარე აცხადებს, რომ თითქოს არსებობს უტყუარი მტკიცებულებები შ. აბულაძის ბრალეულობის შესახებ, ასევე საქმე არ შეიცავს სახელმწიფო, ან სხვა სახის საიდუმლოებას, ისმის კითხვა რატომ შემზღუდა პროკურატურამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე. თუკი გააჩნიათ უტყუარი ფაქტები, თვითონვე არ უნდა ინტერესდებოდნენ ამ ფაქტების გახმოვანებით? რისი ეშინია ბრალდების მხარეს? პასუხი ერთადერთია, მათ არ გააჩნიათ უტყუარი მტკიცებულებები და საქმეში მოიპოვება ისეთი დარღვევები რაც აშკარას ხდის, რომ შ.აბულაძის ბრალი “შეთითხნილია” ხოლო პოლიციელების მკვლელი დღემდე არაა დაკავებული. არ ვიცით კიდევ რა ზომებს მიმართავს პროკურატურა და რით შეგვზღუდავენ, მაგრამ ცხადია, რომ ასეთ პირობებში ადამიანი დღესაც ვერ შეძლებს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას”-აცხადებს არჩილ ჩუბინიძე.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი