მთავარი რეგიონი ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიის მუშები დააყაჩაღეს

ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიის მუშები დააყაჩაღეს

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლითაა დაწყებული, შსს ინფორმაციით, დაყაჩაღებულია ჩინური კომპანიის მუშები. „ზარალის ოდენობას გამოძიება დაადგენს“.
ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი II სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული ჩინური სამშენებლო კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი