მთავარი რეგიონი უგულავას ადვოკატებმა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

უგულავას ადვოკატებმა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

გიგი უგულავას ადვოკატებმა დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, იურისტები მიიჩნევენ, რომ თბილისის ყოფილი მერის პატიმრობა უკანონოა. ისინი წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცალკეული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. უგულავას ადვოკატები ამბობენ , რომ სარჩელი ყველა ნიუანსის დაცვით არის შედგენილი და საკონსტიტუციო სასამართლო მას წარმოებაში აუცილებლად მიიღებს. სარჩელი მათ კანცელარიაში უმცირესობის წარმომადგენელ სერგო რატიანთან ერთად შეიტანეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი