მთავარი სამართალი სოფელ კაბალში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 28 წლის ახალგაზრდა დააკავეს

სოფელ კაბალში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 28 წლის ახალგაზრდა დააკავეს

0 745

შსს-ს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რანთიგ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1994 წელს დაბადებულ ჯოშგუნ ა-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯოშგუნ ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რანთიგ ა. მომხდარიდან ორ საათში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი