მთავარი საზოგადოება სახალხო დამცველის შეხვედრები ოზურგეთის მოსახლეობასთან

სახალხო დამცველის შეხვედრები ოზურგეთის მოსახლეობასთან

სახალხო დამცველი ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორს და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა მთელი რიგი სოციალური ხასიათის პრობლემები: სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა, სახელმწიფო პროგრამების შესახებ მოქალაქეების არასათანადო ინფორმირებულობა, საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებული სირთულეები, დასაქმების მცირე შესაძლებლობები, სოციალური შემწეობის მისაღებად არსებული ხანგრძლივი პროცედურები, საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობით გამოწვეული გადატვირთულობა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი