საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის მეთოდოლოგია, ყოველთვიური დინამიკა, ტენდენციები

    0 767

    საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროებში შემავალ სტრუქტურულ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე. კერძოდ: შსს, საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.

    წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავს რეგისტრირებული დანაშაულის განსაზღვრებას, დათვლა-დაანგარიშების ერთიანი ელექტრონული სისხლის სამართალწარმოების სტატისტიკური მოდულით და მის უპირატესობას 2012 წლამდე არსებულ მეთოდთან .

    პრეზენტაციაში მოცემულია დანაშაულის კლება-მატების ტენდენცია 2012 წლიდან დღემდე თვეების მიხედვით. ასევე ცალკეულ პუნქტებადაა გამოყოფილი იმ დანაშაულების განვითარების დინამიკა, რომლებიც გავლენას ახდენენ ზოგად კრიმინალურ ვითარებაზე და ასახავენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას, კერძოდ როგორებიცაა: განზრახ მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სხეულის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გატაცება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, და ნარკოტიკული დანაშაული.

    პრეზენტაციაში გრაფიკულად ასახულია წინა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით და საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულის განვითარების შედარებითი ტენდენცია თვეების მიხედვით.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი