მთავარი სპორტი საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები დღეს დასკვნით შეკრებას იწყებს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები დღეს დასკვნით შეკრებას იწყებს

0 894

სოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის წლევანდელ გათამაშებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება.
ტურნირისთვის მზადების ფარგლებში 20-წლამდე ბორჯღალოსნებმა წელს დიდი გზა განვლეს, ხოლო დღეს ისინი ტურნირამდე ბოლო შეკრებას დაიწყებენ, რომელიც 2 მაისის ჩათვლით რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.
წლის დასაწყისიდან დღემდე 20-წლამდელებმა 4 შეკრება გამართეს: მენტალურიგამძლეობის შეკრება, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან 2 ერთობლივი ვარჯიში გამართეს, ამას მარტის მოკლე შეკრება მოყვა. ბოლო შეკრება კი 10-დან 18 აპრილის ჩათვლით გაიმართა, რომლის დროსაც 20-წლამდელებმა 17 აპრილს ფრანგული ‘კლერმონის’ ესპუართა გუნდთან სპარინგ-მატჩი ითამაშეს. რუსთავში ახალგაზრდა ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი ასევე სპარინგ-მატჩს გეგმავს, რომელიც 30 აპრილს 17 საათზე გაიმართება. 20-წლამდელები რაგბის კლუბ ‘არმაზს’ ერკინებიან, რომელიც უმაღლესი ლიგის პლეი’ოფს გარეთ დარჩენილი კლუბების რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი