მთავარი საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 78 მსჯავრდებული შეიწყლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 78 მსჯავრდებული შეიწყლა

განცხადება შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა გააკეთა. ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალებულთაგან 57 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. 21-ს კი, სასჯელი სხვადასხვა ოდენობით შეუმცირდა – ნაწილს გაუნახევრდა, ნაწილს დარჩენილი სასჯელის ¼ მოაკლდა. მისივე განმარტებით, კომისიამ 30-31 მარტს სულ 460 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და რეკომენდაციები პრეზიდენტს გადაუგზავნა, რომელმაც დღეს შეწყალების აქტი გამოსცა.

ზვიად ქორიძე: ” შეწყალებულთა შორის სხვადასხვა მუხლებით გასამართლებული პირები არიან. განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული მხოლოდ ერთი პატიმარია შეწყალებული, თუმცა იგი არ თავისუფლდება, არამედ სასჯელი გაუნახევრდა”.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი