მთავარი სამართალი საქართველოს პრეზიდენტი პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

0 715

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.,

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

შესაბამისი ორგანოებისგან ჩვენ ველით ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას. დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.

პატივს მივაგებ ბექა მარგიშვილის ნათელ ხსოვნას და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი