მთავარი საზოგადოება სასაფლაოების მიმართულებით დღეს ყვითელი ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

სასაფლაოების მიმართულებით დღეს ყვითელი ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

0 2083

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება. აღდგომის დღეებში ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 19:00 საათამდე იმოძრავებენ.

მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან გავლენ;
კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები სადგურის მოედნიდან და მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ მოემსახურება;
საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები გავლენ მეტროსადგურ „დელისის“ ტერიტორიიდან;
თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოემსახურება;
ველის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ჭიჭინაძის ქ. №26-დან იმოძრავებენ;
ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „ვარკეთილიდან” და მე-3 მასივი, შუამთის ქ. მე-10 კვარტალიდან მოემსახურებიან.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი