მთავარი სამართალი სასამართლომ ბაჩო ახალაია, ე.წ. ჯაშუშების საქმეზე, გაამართლა

სასამართლომ ბაჩო ახალაია, ე.წ. ჯაშუშების საქმეზე, გაამართლა

0 833

სასამართომ, ბაჩო ახალაია, ე.წ. ჯაშუშების საქმეზე გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა 9-თვიანი ვადა, რომელიც პატიმრობაში მყოფ ბაჩო ახალაიას 5 აპრილს ეწურებოდა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი საპყრობილეს ვერ დატოვებს, რადგან მას სხვა საქმეებიდან გამომდინარე პატიმრობა აქვს მისჯილი.პროცესს თავად ბაჩო ახალაია არ ესწრებოდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაცვის მხარემ სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 29 აპრილამდე გადადო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი