მთავარი რელიგია სამებაში გარდამოხსნა დააბრძანეს

სამებაში გარდამოხსნა დააბრძანეს

0 954

გარდამოხსნა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა.

მღვდელმსახურთ გარდამოხსნა ეჭირათ, რომელიც უწმინდესს თავზე ჰქონდა გადაფარებული. მათ მსვლელობით გარდამოხსნა ტაძარში ერთხელ შემოატარეს და მისთვის წინასწარ მომზადებულ სადგამზე დაასვენეს.

გარდამოხსნა ქსოვილია, რომელზეც ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარია გამოსახული. სასულიერო პირებმა გარდამოხსნის წინაშე დაიჩოქეს. იგი ტაძარში აღდგომის ღამემდე იქნება დაბრძანებული და მრევლს შესაძლებლობა ექნება მას ემთხვიოს. ტაძარში მანამდე წაიკითხეს წმინდა სახარებიდან ადგილი, სადაც პილატეს სამსჯავროზე, უფლის ჯვარცმაზე და მის დაფვლაზე იყო საუბარი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი