მთავარი პოლიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებთან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებთან

0 780

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებთან შედგა. ქრისტიანულ-დემოკრატიული გაერთიანება/ქრისტიანულ-სოციალური გაერთიანების (CDU/CSU) წევრებთან თანკრედ შიპანსკისთან და მარტინ პეტცოლდთან, რომელიც ამავე დროს, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და სომხეთის საკითხებზე CDU/CSU ფრაქციის მომხსენებელია.

დავით ჯალაღანიასთან შეხვედრისას ბუნდესტაგის დეპუტატები დაინტერესდნენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, კერძოდ, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესით და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტთან დაკავშირებით ქართული მხარის მოლოდინებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანელ პარლამენტარებს დაწვრილებით გააცნო საქართველოს ოფიციალური ხედვა და პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის დეპუტატებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის. ამას გარდა, დავით ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების კონტექსტში, ასევე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი