მთავარი რეგიონი რიკოთის გვირაბში მოძრაობა 22 და 23 აპრილს შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში მოძრაობა 22 და 23 აპრილს შეიზღუდება

0 986

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ელექტრო–მექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, დღეს ,22 და 23 აპრილს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

დღე–ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად განხორციელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი