მთავარი კულტურა თეატრი ჟანრი ლოლაშვილის მასშტაბური დებიუტი მხატვრობაში

ჟანრი ლოლაშვილის მასშტაბური დებიუტი მხატვრობაში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 22 აპრილს 18:00 საათზე მოეწყობა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული 80–მდე ნამუშევარი.

ჟანრი ლოლაშვილი 1959 წლიდან ხატავს. მას გამოფენები ჰქონდა გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში). საქართველოში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა ასევე ერთი პერსონალური გამოფენა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს იქნება პირველი მასშტაბური ექსპოზიცია, რომლითაც ფართო საზოგადოება ჟანრი ლოლაშვილს როგორც მხატვარს ისე გაიცნობს.

გამოფენას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი უწევენ ორგანიზებას. ნამუშევრები გალერეაში 30 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.

გთავაზობთ მის რამდენიმე ნამუშევარს

11149335_10152839991750866_1913539090717080115_n

11038121_10152839992980866_2310899296141014686_n

11150424_10152679358386269_5679239695590646925_n

11165321_10152840004850866_4256894130795868640_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი