მთავარი სამართალი პრემიერ-მინისტრმა დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

პრემიერ-მინისტრმა დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

0 1903

პრემიერ-მინისტრი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი პოლიციელი, ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა. პრემიერ–მინისტრი პოლიციელის ოჯახის წევრებს და ექიმებს გაესაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიციელებს მიმართა და მოუწოდა, რომ იმოქმედონ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, რადგან მათ აქვთ კანონით მონიჭებული უფლება, რომ დაიცვან უსაფრთხოება და პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე.

„დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ექიმებს, რომ 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ შესძლეს მისი გადარჩენა და იმედი მაქვს სტაბილურად წარიმართება მკურნალობა,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი პოლიციელის გამო და ძალოვან სტრუქტურებს კრიმინალთა ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მამის გმირობაზე ოცნებობდა. ეს არის ტრაგედია ჩვენთვის და მინდა გულით მივუსამძიმრო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა თანამშრომელს ღირსეული პოლიციელის დაკარგვის გამო. რაც შეეხება ფაქტის შეფასებას, ეს არის ყოვლად ამაზრზენი, სიტყვები არ მყოფნის ამ არაადამიანური ქმედების შესაფასებლად. კრიმინალმა ჯერ ბორჯომში მოკლა ერთი პოლიციელი, ახლა მეორე. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და მასზე ხელის აღმართვა,“– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ დამნაშავის დაკავება დროულად მოხდება.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი