მთავარი პოლიტიკა პრემიერი: ჩვენმა მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა

პრემიერი: ჩვენმა მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა

2 1121

„თუ ინტერპოლს აქვს რაიმე ახალი პოლიტიკა და ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რატომ უნდა იყოს საინტერესო”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი,
ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ადეიშვილის ძებნის შეწყვეტის საკითხს. მისი თქმით, საქმეზე მიწოდებული მასალები არასაკმარისი ან არაარგუმენტირებული რომ ყოფილიყო, ინტერპოლი ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნას არ გამოცხადებდა.
“ჩვენმა მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში, იყო ძებნაში და არის ძებნაში ადეიშვილიც და ყველა ის დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა, თავის დროზე ინტერპოლმა გაიზიარა ყველაფერი და ყველა ის მასალა, რომელიც გადაუგზავნა პროკურატურამ. ამ საფუძველზე გამოცხადდა მასზე ძებნა წითელი ცირკულარით“, – განაცხადა პრემიერმა.

2 კომენტარები

დატოვეთ კომენტარი