მთავარი საზოგადოება პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაული მიულოცა

პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს. მილოცვის წერილი პრეზიდენტმა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ პასექის უდიდეს დღესასწაულს.

ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან თავის დაღწევის, ფიზიკური და სულიერი ხსნის ეს წმინდა დღე სიმბოლურია სხვა ერებისთვისაც, ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, სულითა და გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს.

მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს“, – ნათქვამია გავრცელებულ მილოცვის წერილში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი