მთავარი საზოგადოება მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება. აღდგომის დღეებში ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 19:00 საათამდე იმოძრავებენ.

მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან გავლენ;
კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები სადგურის მოედნიდან და მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ მოემსახურება;
საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები გავლენ მეტროსადგურ „დელისის“ ტერიტორიიდან;
თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოემსახურება;
ველის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ჭიჭინაძის ქ. №26-დან იმოძრავებენ;
ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „ვარკეთილიდან” და მე-3 მასივი, შუამთის ქ. მე-10 კვარტალიდან მოემსახურებიან.
გარდა ამისა, აღდგომის ღამეს მეტროპოლიტენის მუშაობა 11 აპრილის 24:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება. დროის ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურება იქნება უფასო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი