მთავარი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი:,,გიორგი ჯანელიძის გმირობაზე არანაკლებ, აღმაფრთოვანა მისი მეუღლის – თამარის სიმტკიცემ”

მიხეილ სააკაშვილი:,,გიორგი ჯანელიძის გმირობაზე არანაკლებ, აღმაფრთოვანა მისი მეუღლის – თამარის სიმტკიცემ”

0 923

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ აღუპული ჯარისკაცის გიორგი ჯანელიძის მეუღლეს შეხვდა. ექსპრეზიდენტმა  შეხვედრის შესახებ ფეისბუქის გვერდზე დაწერა:
„დღეს, შედგა ჩემი შეხვედრა, რამდენიმე დღის წინ, შიროკინოსთან ახლოს, ბრძოლაში, გმირულად დაღუპული გიორგი ჯანელიძის, მეტსახელად “სატანას” მეუღლესთან. რამდენიმე დღით ადრე, იგი თავში დაიჭრა. ექიმებმა მას გადაადგილება აუკრძალეს, მაგრამ ამის მიუხედავად, გიორგი მაინც წავიდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად და გაანადგურა მეტად საშიში რუსი ინსტრუქტორი, რომელიც ამ საბრძოლო ხაზზე ბევრ პრობლემას ქმნიდა. მტერი იმდენად გაღიზიანდა, რომ გიორგის დაღუპვის შემდეგ, სხეულიც კი დანაღმეს.
მე, დღეს გიორგი ჯანელიძის გმირობაზე არანაკლებ, აღმაფრთოვანა მისი მეუღლის – თამარის სიმტკიცემ. ის მომიყვა თუ, როგორ ზრდიდა იგი, მათ სამ შვილს, როგორ უნერგავდა პატრიოტიზმს და ამ ბოლო დროს ხშირად იმეორებდა ერთსა და იმავეს, თუ როგორ შეუყვარდა უკრაინა და მზად იყო უყოყმანოდ გაეწირა ამ ქვეყნისთვის საკუთარი სიცოცხლე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი