მთავარი რელიგია მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბერისთვის დასრულდება

მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბერისთვის დასრულდება

ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ყველანი ცდილობენ, რომ მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის სრული მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბერისთვის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავისთვის დასრულდეს. ამის შესახებ ცნობილმა ბანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისივე განმარტებით, დღეს არის ისტორიული დღე, დღეს დასრულდა ტაძრის კარკასის მშენებლობა.
“ჩაესხა ბოლო ბეტონი გუმბათში და მოპირკეთებაც აქტიურად დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს პრემიერ-მინისტრის მობრძანება, იმიტომ, რომ ეს არის მართლა საერო მშენებლობა. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, 2017 წლის 25 დეკემბერს დასრულლეს მთელი ტაძრის მშენებლობა, რადგან უწმინდესს უსრულდება აღსაყდრების 40 წლისთავი”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის აგება დღეს გუმბათის კონსტრუქციაში ბეტონის ბოლო ჩასხმით დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ბიზნესმენები დაესწრნენ. ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა. 2012 წელს საძირკველი გაიჭრა და მშენებლობა დაიწყო. 2013 წელს საძრკველი დასრულდა და მშენელობის მეორე ეტაპი, კედლების ამოყვანის პროცესი გაგრძელდა. 2015 წლის 26 აპრილს კი ტაძრის აგება და გუმბათის მშენებლობა დასრულდება.
მშენებლობას პატრიარქის კურთხევით პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს. ტაძარს სრულიად საქართველო და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევითა და თანაბარი მონაწილეობით აშენებენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი