მთავარი პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის თქმით საქართველოს პრეზიდენტი გუნდთან ოპოზიციაშია

ბიძინა ივანიშვილის თქმით საქართველოს პრეზიდენტი გუნდთან ოპოზიციაშია

0 918

ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გუნდთან ოპოზიციაშია, აღნიშნულის შესახებ მან “კვირის 2030″-ში განაცხადა.

“იმით, რომ პრაქტიკულად არაფერზე აგებს პასუხს (პრეზიდენტი) ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია ეძლევა იმ მიმართულებით, რომ კაცს ვერაფერს მოსთხოვ, შესაბამისად, ყველა კითხვისგან და პასუხისმგებლობისგან თავისუფალია და შეუძლია, გამაერთიანებლის როლიც ითამაშოს, არბიტრის როლიც. მის სიტყვას უნდა ჰქონდეს მთავარი ძალა და დატვირთვა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ინსტიტუტი ვერ დაიკვეხნის. მე რამდენჯერმე მქონდა გამოსვლა და მივანიშნე მის პოლიტიკურ არაკორექტულობაზე, როდესაც არჩევნებიდან მეორე დღესვე დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს, რომელმაც მოიყვანა პრეზიდენტად. მსგავსი შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ გაიხსენოთ. დღესაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო _ პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, მისი ვეტოზე მომარჯვებული მოდა, ნიუ იორკში წასვლაზე ჭირვეულობა და აშკარა გაუგებრობაში შესვლა. ნიუ იორკში წასვლას მას რატომღაც “ნაციონალური მოძრაობის” “ელჩი” დღესაც იაკობაშვილი ულაგებდა. ასოცირების ხელმოწერაზე გავიხსენოთ როგორ გადასცა დემონსტრაციულად პრემიერს ის, რაც თავად არ ეკუთვნოდა, პროკურატურას გრიფს არ უხსნიდა პრეზიდენტის საქმეზე, სამჯერ შეხვდნენ პროკურორები და სამივეჯერ უარი უთხრა, სანამ მედიით არ გასაჯაროვდა. მოკლედ, ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს, თუმცა მთელ მის ქმედებებში ეს მჟღავნდება და ყველაზე კარგად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე იავნიშვილისთვის გაუგებარია თუ რას ნიშნავს ყოველივვე ეს და პრეზიდენტისგან გარკვეული სახის განმარტებას ელის, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ზემოთჩამოთვლილი კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

“რას ჰქვია ეს? 10 000 კვ/მ არის ჭარბი მისთვის, მე უკვე გავაკეთე მინიშნება და არავის აინტერესებს _ ოპოზიცია, “ნაციონალური მოძრაობის” მეთაურობით, ცდილობს ხიდები ააგონ და კრიტიკაში არ ჩაერთონ, მთავრობა ვერ ბედავს, უმრავლესობა კეკლუცობს. აბა ნახეთ, 10 000 კვ/მ ისეთ ადგილზე, სადაც ის სასახლე დგას, თვეში მინიმუმ 15-20 დოლარი ღირს კვადრატის გაქირავება, გადაამრავლეთ და ეს 5 მილიონი ლარია, ამას ემატება კომუნალური ხარჯები 900 000. 5-6 მილიონი ლარია, რომელსაც ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს და აქვს ამის უფლება?”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი