მთავარი საზოგადოება “თურქიშ ეარლაინსის” თვითმფრინავის საგანგებო დაშვება სტამბოლის აეროპორტში

“თურქიშ ეარლაინსის” თვითმფრინავის საგანგებო დაშვება სტამბოლის აეროპორტში

თურქული ავიაკომპანია “თურქიშ ეარლაინსის” კუთვნილი თვითმფრინავი, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. ამის შესახებ “როიტერი” იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის მიზეზი ძრავაში გაჩენილი ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე თვითმფრინავს სახანძრო დახმარების ჯგუფი ელოდებოდა. ცეცხლი მალევე ჩააქრეს.
მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდა. ლაინერი მილანიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა რეისს. რამ გამოიწვია ძრავაში ცეცხლის გაჩენა, უცნობია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი