მთავარი საერთო ემზარ კვიციანი მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის ქალიშვილს მხარდაჭერას ჰპირდება

ემზარ კვიციანი მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის ქალიშვილს მხარდაჭერას ჰპირდება

0 1021

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი ფეისბუქის გვერდზე მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ქალიშვილის, ქეთა ხარძიანის ფოტოს აკომენტარებს და წერს, რომ მისი მხარდაჭერა ხარძიანების ოჯახს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჰქონდეთ. მისივე განმარტებით, ხარძიანის მოულოდნელი სიკვდილის გამო, კვიციანმა მასთან დამეგობრება ვერ მოახერხა რისთვისაც ძალიან წუხს. “ქეთა შემოგევლე,სასოწარკვეთას არ მიეცეთ, ადამიანები, რომლებმაც მამაშენს გამოუტანეს განაჩენი ყველაფერს კადრულობენ და თქვენ ერთი წუთითაც არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ მოვა დრო და ყველაფერს მოეფინება ნათელი! მე თუ რამეში დაგჭირდეთ არ მოგერიდოთ ნებისმიერ დროს დამიკავშირდით. ჩვენ ოჯახებით ვაპირებდით დამეგობრებას, მაგრამ არ დაგვცალდა, ორივე ვნანობდით ადრე რომ ვერ მოვახერხეთ დამეგობრება. მამაშენი ძალიან მეამაყებოდა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. მოკლედ ჩვენ კარგი მეგობრები ვიქნებოდით, ამიტომ, იცოდეთ როგორც მამასთან არ გერიდებოდა რამე გასაჭირზე საუბარი, ისე შეგიძლია ნებისმიერ დროს, მე როგორც ჩემს ქალიშვილს გაბრიელას დავუდგები გვერდში ისე შენც”, – წერს ხარძიანი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი