,,დიპლომატიურ წრეებში ხელისუფლების წევრები გამოიყურებიან როგორც საბავშვო ბაღის ბავშვები”-გოკა გაბაშვილი

    0 760

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გოკა გაბაშვილი, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის დაპირისპირებას აფასებს და ამბობს, რომ დიპლომატიურ წრეებში დღევანდელი ხელისუფლებას ადარებენ საბავშვო ბაღის ბავშვებს.განცხადება გაბაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი-2″-ის ეთერში გააკეთა. გაბაშვილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისსაც გამოეხმაურა და განაცხადა , რომ ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას .

    “გული მწყდება, რომ დიპლომატიურ წრეებში ხელისუფლების წევრები გამოიყურებიან როგორც საბავშვო ბაღის ბავშვები. მაშინ, როცა ეკონომიკური კატასტროფაა ქვეყანაში, ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რამდენი ზედმეტი კვადრატული „მეტრო“ აქვს პრეზიდენტს. ერთი ადამიანის აკვიატებული იდეები არის მთავარი წამყვანი პოლიტიკური თემები ამ ქვეყანაში. ღარიბაშვილი ჩვეულებრივი მდივანია. ის მართლა პრემიერი ხომ არ არის, ელემენტარულ საკითხსაც ვერ გადაწყვეტს, ზვიგენთა მბრძანებელს რომ არ შეუთანხმოს,” – განაცხადა გაბაშვილმა.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი