მთავარი საერთო დედაქალაქის საკრებულო და თბილისის მერია დიმიტრი ყიფიანი ხსენების დღეს აღნიშნავს

დედაქალაქის საკრებულო და თბილისის მერია დიმიტრი ყიფიანი ხსენების დღეს აღნიშნავს

0 716

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე – რიმა ბერაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში მდებარე „სამშობლოსთვის წამებულ დიმიტრი ყიფიანის“ სახელობის ტაძარში საკვირაო წირვასა და ქადაგებას დაესწრნენ.

საკრებულოს ინფორმაციით, ტაძრის მშენებლობა მრევლისა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრთა პირადი შემოწირულობით ხორციელდება.
ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სწორედ თბილისის პირველი ქალაქისთავის და უდიდესი პატრიოტის – დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარს ესტუმრნენ.
რიმა ბერაძემ ტაძრის აღმშენებლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. დეპუტატის განმარტებით, ტაძრის ტერიტორიაზე დაწყებულია წმინდანის სახელობის დარბაზის მშენებლობა და ფრაქცია ყველანაირად ცდილობს ეროვნული გმირის სახელობის მუზეუმიც ააშენოს, რომელიც იქცევა ახალგაზრდების სულიერი კულტურის კერად. ამ მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდის საკითხში. “წირვის დასასრულს, დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დალოცა და მადლობა გადაუხადა მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მუდმივ მხარდაჭერას უცხადებენ ქართული ეკლესიის მესვეურთ და თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ აღმშენებლობით საქმიანობაში“- აღნიშნულია საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი