მთავარი სამართალი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე თაღლითობაში ამხილეს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე თაღლითობაში ამხილეს

0 946

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე ბადრი მენოგნიშვილი თაღლითობაში ამხილეს.

გამოძიების თანახმად, ბადრი მენოგნიშვილი, 10 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ აუქციონზე გაამარჯვებინებდა და საგარეჯოში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 7097 კვ.მ მიწის ფართს შეასყიდებდა მასზე განთავსებული ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობით.

სამართალდამცავებმა ბადრი მენოგნიშვილი თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქისგან 10 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი