მთავარი Blog დავით ნარმანია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

დავით ნარმანია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო “თბილისი მარიოტში” სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის “მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება” შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.

შეხვედრაზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა წარმოადგინეს თვითმმართველი ქალაქების მერებთან მათი თანამშრომლობის შედეგები და ისაუბრეს კონკრეტულ გეგმებზე, რომელთა განხორციელება, მათი თქმით, კომფორტულს გახდის საჯარო სივრცეებს პროექტის სამიზნე ქალაქებში.

როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა გამჭვირვალე მმართველობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც თვითმმართველ ქალაქებში ახალგაზრდული საბჭოების შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში მათ ჩართვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. სწორედ მათ უნდა გვიკარნახონ, როგორი ქალაქი სჭირდებათ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში – გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში განხორციელდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მათი ქალაქის არჩეულ მერთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლეს.

პროექტის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და პროექტში ჩართული სტუდენტები.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი