დაბა ხარაგაულში ახალი ამბულატორია გაიხსნა

    0 895

    ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ახალი პუნქტი დაბა ხარაგაულში – ახალი ამბულატორია გეგმური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის გახსნა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივებმა პრემიერს ამბულატორიის გახსნისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დღემდე პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება ურთულეს პირობებში უწევდათ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით უახლოეს მომავალში, ამბულატორიის გვერდით ორსართულიანი, 15-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნება.

    მშენებლობაზე ცხრა ადგილობრივი იყო დასაქმებული, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 548 045 ლარი შეადგინა.

    ამბულატორიის გახსნის დროს მოსახლეობამ საკუთარ პრობლემებზეც ისაუბრა. მათი თქმით, მოსახლეობას ძირითადად წყალმომარაგების და უმუშევრობის პრობლემა აწუხებს. რაიონის გამგებელმა მათ განუმარტა, რომ ხარაგაული წლის ბოლომდე 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რეგიონების გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი