მთავარი პოლიტიკა გაუშვეს თუ არა პოლიტიკური ნიშნით ბათუმის მერიიდან თანამშრომლები?!

გაუშვეს თუ არა პოლიტიკური ნიშნით ბათუმის მერიიდან თანამშრომლები?!

„ბათუმის კორპუსის” ყოფილი თანამშრომლები გიორგი ერმაკოვს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით ისინი სამსახურიდან 21 მარტს ნაციონალური მოძრაობის აქციაზე წასვლის გამო გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კი საშტატო თანამდებობების შემცირება დაუსახელეს. როგორც ისინი ამბობენ, ერთი დღით ადრე ” ბათუმის კორპუსის” თანამშრომლები მოსალიდნელი რეორგანუზაციის შესახებ გააფრთხილეს. მათი თქმით, თათბირზე გიორგი ერმაკოვის პირადი გადაწყვეტილებაც გააცნეს. რომლის თანახმადაც საჯარო მოხელეებს აეკრძალათ ოპოზიციურ პოლიტიკურ ღინისძიებებში მონაწულეობის მიღება.

11113055_784450024983477_468050099_n

-ჩვენი გათავისუფლების მიზეზი არის ის, რომ 21 მარტს თბილისში აქციაზე ვიმყოფებოდით. 20 მარტს შეკრებაზე გაგვაფრთხილეს და იყო პოლიტიკური მინიშნება, რომ აქციაზე არ წავსულიყავით. თუმცა, არასამუშაო საათებში ჩვენ ვიმყოფებოდით აქციაზე და ეს არის ჩვენი უფლება. – განაცხადა ბათუმის მარიის ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა კილასონიამ.სამუშაოდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად შტატების შემცირების მიუხედავად, ბათუმის მერიამ იმავე დღეს ანუ 1 აპრილს, აღნიშნულ მუნიციპალურ ორგანიზაციაში საშტატო ერთეულები გაზარდა 39 დან 56 ერთეულამდე.
-გამოდის რომ ჩვენი გათავისუფლების მიზეზი შტატების შემცირებას არ უკავშირდება. ახალ თანამდებობებზე ისეთი ხალხი დანიშნეს, რომლებიც ქალაქის მერისათვის, გიორგი ერმაკოვისთვის და ქართული ოცნებისათვის არის მისაღები. ეს ადამიანები მანამდე პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ. – აცხადებს კილასონია.
ბათუმის მერიის საზოგადოებასთან სამსახურის განცხადებით ამასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებს.

ავტორი: მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი