მთავარი ეკონომიკა განახლებადი ენერგიების შესახებ ევროკავშირის დირექტივის განხილვის მიზნით კონფერენცია გაიმართა

განახლებადი ენერგიების შესახებ ევროკავშირის დირექტივის განხილვის მიზნით კონფერენცია გაიმართა

0 704

სასტუმრო „ძველ თბილისში” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების ინიციატივითა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 23 აპრილის განახლებადი ენერგიების შესახებ დირექტივის (Renewable Energy-Directive 2009/28/EC) განხილვის მიზნით გამართული კონფერენცია გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ენერგეტიკული გაერთიანების ექპერტები. კონფერენციის მიზანია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი