მთავარი სპორტი ბათუმის “დინამომ” მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა

ბათუმის “დინამომ” მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა

0 1134

საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურის ბოლო შეხვედრაში, ბათუმის “დინამომ” “ჩელე არენაზე”, ცარიელი ტრიბუნების ფონზე, ლანჩხუთის “გურია” 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში ბერიაშვილის გოლით გახსნეს. იმავე ბერიაშვილმა 36-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. შეხვედრის პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და ლანჩხუთელმა გოგიაშვილმა 60-ე წუთზე ბათუმელთა კარი აიღო, თუმცა მეტის გაკეთება “გურიამ” ვეღარ შეძლო და საბოლოოდ ბათუმელებმა შეხვედრა 2-1 მოიგეს. ამ გამარჯვებით, “დინამო” ბათუმმა 48 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, ზღვისპირელები ქულით ასწრებენ მესამე პოზიციაზე მყოფ თბილისის “დინამოს” და ლიდერ გორის “დილას” 3 ქულით ცამორჩებიან. რაც შეეხება “გურიას” ლანჩხუთელები 25 თამაშის შემდეგ 32 ქულით 9-ე ადგილზეა არიან.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი