მთავარი კულტურა პრეზენტაციები “ახალი ღვინის ფესტივალი 2015 “

“ახალი ღვინის ფესტივალი 2015 “

“საქართველოს ღვინის კლუბის” ორგანიზებით 9 მაისს, დედაენის ბაღში “ახალი ღვინის ფესტივალი 2015 ” გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 55 მწარმოებლის 72 დასახელების ღვინო კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და რაჭიდან.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალი მეექვსედ გაიმართება. მასში საოჯახო მარნების გარდა, მონაწილეობას იღებენ ღვინის დიდი კომპანიები, მცირე მწარმოებლები, ასოციაციები და სხვა ორგანიზაციები.

როგორც “საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია აღნიშნავს, საოჯახო მარნების მიერ გასულ წელს წარმოდგენილ ნიმუშებთან შედარებით წლევანდელ ღვინოებში ხარისხი, შედარებით, მაღალია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი