მთავარი საზოგადოება არეშიძე:”სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდების გადაბირება ხშირად ინტერნეტით ხდება”

არეშიძე:”სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდების გადაბირება ხშირად ინტერნეტით ხდება”

“სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდების გადაბირება ხშირად ინტერნეტით ხდება”, – ამის შესახებ, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბაზა ადგილობრივი სასულიერო პირების მეშვეობით მზადდება, მაგრამ ამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ინტერნეტრესურსს აქვს.
“სირიაში საბრძოლველად წაყვანის მიზნით, ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება რელიგიური თვალსაზრისით მიმდინარეობს. ადგილობრივი რელიგიური ლიდერების, ან ეგრეთ წოდებული ჯამაათის მეშვეობით, რომელშიც გაერთიანებულები არიან ამ იდეოლოგიის მიმდევრები. ეს ხდება აჭარაში, პანკისში, ქვემო ქართლში და საქართველოს სამეზობლოში. გერმანელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დადგინდა, რომ ევროპიდან წასულების უმრავლესობას არ ჰქონია მუსულმანებთან კავშირი, ისინი სწორედ ინტერნეტით გადაიბირეს. პანკისის შემთხვევაში კიდევ ერთი ფაქტორი არსებობს, ამას „ჰეროიკული ფაქტორი“, თარხან ბათირაშვილის ფაქტორი დავარქვათ. იქაური ახალგაზრდებისთვის ის გმირია“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი