მთავარი სამართალი ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

0 833

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები გოჩა ბუნიათოვი და გოდერძი გრიგალაშვილი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქ.თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები „ჯეიმსონი”, „ჯეკ დენიელსი”, „ჰენესი” და „ჩივას რეგალი“.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი