მთავარი პოლიტიკა ალექსანდრე ლუკაშენკო და ნაწყენი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება

ალექსანდრე ლუკაშენკო და ნაწყენი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ საქართველოში სტუმრობისას გაკეთებული განცხადებებით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იმ ფორმატში, რომელშიც ლუკაშენკო საქართველოს ხედავს, 1993 წლის შემდეგ „უბრალოდ აღარ არსებობს“.
როგორც საინფორმაციო პორტალი „სპუტნიკი“ იტყობინება, ბელორუსის საქართველოში ვიზიტის საპასუხოდ, აფხაზეთის დე-ფაქტო სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მოიხსენიებენ დამოუკიდებელ, სუვერენულ და საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოებად.

„აფხაზეთი აქტიურად ავითარებს თავის საერთაშორისო კავშირებს და იძენს ახალ პარტნიორებს. აფხაზეთის საგარეო პოლიტიკური კურსის გაცილებით მკვეთრ რეალიზებას ხელს უწყობს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის განვითარება, რომელიც არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ასევე იმ სახელმწიფოებთან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთი,“- ნათქვამია დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

24 აპრილს თბილისში, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის მიმართ პატივისცემის შესახებ ერთობლივ განცხადებას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი