მთავარი კულტურა თეატრი მარტისტების კვირეული სტარტს 24 მარტიდან აიღებს

მარტისტების კვირეული სტარტს 24 მარტიდან აიღებს

ახალგაზრდულ შემოქმედებითი ფესტივალი “ფანARTი” რიგით მესამედ ჩატარდება. ფესტივალი ტრადიციულად მარტში ტარდება და ერთ კვირას გრძელდება, რის გამოც ამ პერიოდს ორგანიზატორებმა მარტისტების კვირეული უწოდეს.ტრადიცია წელსაც გრძელდება და ფესტივალი 24-დან 31 მარტამდე მწერალთა სახლში იქნება წარმოდგენილი.

საავტორო ან იმპროვიზირებული ნაწარმოები;
სარეკლამო Art;
ლიტერატურა;
ინტერიერის დიზაინი;
როკი/ალტერნატივა;
ჯაზი;
მოდა;
კინო/ანიმაცია;
ფოტოგრაფია;
მხატვრობა- ეს ის ათი კატეგორიაა რომლებიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს სასურველი დარგი და წარმოაჩინოს თავისი ნიჭი.

თითოეულ დარგს ჰყავს თავისი კონსულტანტი, რომელიც გაგზავნილი ნამუშევრებიდან საუკეთესოებს ამოარჩევს ფესტივალში მონაწილეობისთვის.ყოველი დღე სხვადასხვა კატეგორიების მონაწილეებს დაეთმობათ:
24 მარტი – ფესტივალის გახსნა, საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა
25 მარტი – ლიტერატურა
26 მარტი – მხატვრობა/ფოტოგრაფია
27 მარტი – კინო/ანიმაცია/სარეკლამო ART
28 მარტი – როკი/ალტერნატივა
29 მარტი – ჯაზი
30 მარტი – მოდა/დიზაინი
31 მარტი – დაჯილდოვება. ფესტივალის საზეიმო დახურვა.

მონაწილეების ასაკი განისაზღვრება 15დან 29 წლამდე. მსურველებმა მონაწილეობის მისაღებად ონლაინ აპლიკაცია 17 მარტამდე უნდა შეავსონ https://www.facebook.com/cync.ge/app_137541772984354 .

ფანARTი პირველად 2013 წელს ჩატარდა და მისი დაარსების იდეა ეკუთვნის ნიკოლოზ რაჭველს, ორგანიზებას კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უწევს. ფესტივალი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ფართო აუდიტორიის წინაშე.

მსგავსი სტატიები

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი