მთავარი პოლიტიკა EBRD-ის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

EBRD-ის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

0 729

ფინანსთა სამინისტროში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველის, ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.  EBRD-ისა და საქართველლოს მთავრობის ორგანიზებით, დედაქალაქში მიმდინარე საორგანიზაცო სამუშაოები განიხილეს.

შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

აღსანიშნავია, რომ იგეგმება მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესიის ორგანიზება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს.

საერთაშორისო მედიასაშუალებების მხრიან აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოვლინდა, შესაბამისად ორდღიან საერთაშორისო ფორუმს თითქმის ყველა საერთაშორისო მედია გააშუქებს.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით კომისიის წევრები მედიის თანდასწრებით გარკვეულ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნობიან.

„ იმისთვის, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განხორციელებული თუ დაგეგმილი ყველა შესყიდვა/ტენდერი ღია და ხელმისაწვდომი იქნება, რის  შესახებაც საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული“, – განაცხადა, ნოდარ ხადურმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი