მთავარი მთავარი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია “პალიტრა TV”-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

11 არასამთავრობო ორგანიზაცია “პალიტრა TV”-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0 801

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “პალიტრა TV”-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ყურადღებით აკვირდება MUST ჩარრყ-სა და MUST Offer-ის პრაქტიკულ განხორციელებას და გამოთქვამს წუხილს, რომ მიუხედავად მრავალთვიანი დავისა, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება მაგთიკომსა და “პალიტრა TV”-ს შორის. დავა ვერ დარეგულირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს მიერ საკითხის განხილვითაც, რომლებმაც არ დაავალდებულეს მაგთიკომი საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში განეთავსებინა “პალიტრა თV”-ს კონტენტი.
კოალიციისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომელ პლატფორმას იყენებენ მაუწყებლობის მისაღებად, თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ადგილობრივი საერთო მაუწყებლები, იმგვარად, რომ არ მოხდეს მოქმედი ოპერატორებისთვის ტექნიკური პრობლემების შექმნა.
კოლაიცია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს მაგითიკომისა და “პალიტრა TV”-ს მოლაპარაკებებში და შეასრულოს მედიატორის როლი”, – ნათქვამია
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებაში, რომლის წევრებიც არიან:
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
• საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
• ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”;
• რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
• რეგიონული მედიის ასოციაცია;
• მედიაკლუბი;
• არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოებისათვის”
• ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
• სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი