მთავარი პოლიტიკა შსს-მ გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

შსს-მ გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

0 769

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა იაპონიის ქალაქ სენდაიში გაერთიანებული ერების კატასტროფების რისკების შემცირების რიგით მესამე კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზვიად ქაწაშვილი იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბეს და ქალაქ იშიმომაკის მერს დოქტორ ჰიროში კამეამას შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც ერთმანეთისთვის არსებული კატასტროფების შემცირების თვალსაზრისით არსებული გამოწვევვების გაზიარება წარმოადგენდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა შეხვდრა, ასევე გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივან ვლადიმერ კუვშინოვთან და ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო თავადაცვის დირექტორატის წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც შეეხებოდა ICDO-ს აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას, ტრენინგებსა და სემინარებში ქართული მხარის აქტიურ ჩართულობას, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემას.

ამავე დროს, ზვიად ქაწაშვილმა საქმიანი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანელ, ბელორუს, ყაზახ, სომეხ, თურქ, ებრაელ, ლიტველ კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი