მთავარი მთავარი ყოფილი მაღალჩინოსნების ახალ ბრალდებებს ამერიკის საელჩო ეხმაურება

ყოფილი მაღალჩინოსნების ახალ ბრალდებებს ამერიკის საელჩო ეხმაურება

0 859

პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი გუშინ წაუყენა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი – დაუმძიმდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩომ საგანგებო განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.
“შეშფოთებულნი ვართ იმ ამბით, რომ მთავრობის ყოფილ წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს, ან ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალეს. ახალი ბრალდებები, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის გასამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი