მთავარი პოლიტიკა ყველანი – ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც, თქვენს სამსახურში ვართ, – ასე...

ყველანი – ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც, თქვენს სამსახურში ვართ, – ასე მიმართა პრეზიდენტმა მარნეულის მოსახლეობას

0 1002

საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ ყველანი – ირაკლი მარგველაშვილი, გიორგი ღარიბაშვილი, მათ სამსახურშია.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის გუბერნატორს ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის გვარები აერია, რასაც პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული რეპლიკა მოჰყვა.

პრეზიდენტმა მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადა და შეჰპირდა, რომ ის მთელი წლის განმავლობაში მათ გვერდით იქნება.

„ ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი, უფრო გამართული, უფრო ბედნიერი საქართველო. თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ, ძალიან ბევრს შრომობთ, ხართ ძალიან ნიჭიერები და შრომისუნარიანები. იცოდეთ, რომ ამას ყველა ხედავს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი თქვენს კარგად ყოფნას. დღეს არის დღე ახლის დაწყების, ახალი ენერგიის, გაზაფხულის. გილოცავთ ბაირამს და ბედნიერი იყავით”, – მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას პრეზიდენტმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი