მთავარი პოლიტიკა ღარიბაშვილი: მურმან დუმბაძე და ჯემალ ფუტკარაძე მოღალატეები არიან

ღარიბაშვილი: მურმან დუმბაძე და ჯემალ ფუტკარაძე მოღალატეები არიან

0 848

საქართველოს პრემიერ მინისტრმა აჭარაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიციიდან წასულ დეპუტატებს მოღალატეები უწოდა.
“ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა წევრებმა გააკეთეს არჩევანი და ეს მათი არჩევანია, არ ვიცი რის ხარჯზე, რა მიზნით ან რა მოტივით ერთმა დატოვა პარტია, მერე ჩვენ გავრიცხეთ პარტიიდან. ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ურჩ და მოღალატე წევრებს არ გავიჩერებთ პარტიაში და თუ ვინმეს შევატყობთ მოღალატეობრივ საქციელს, რა თქმა უნდა, სხვებსაც ადეკვატურ პასუხს გავცემთ. ის, რაც ხდება აჭარაში, ეს პოლიტიკური თამაშებია და სიტუაცია კონტროლის ქვეშაა, ოპოზიციას არაფრის თავი არ აქვს, ვერავინ ვერ გადააყენებს მთავრობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც უღალატა ქართველი ხალხს, მოსახლეობა გასცემს პასუხს მომდევნო არჩევნების დროს… ჩემთვის არ არის საინტერესო მურმან დუმბაძე, არც ჯემალ ფუტკარაძე, ისინი მოღალატეები არიან, ჩემთვის არც მედეა ვასაძე არ არის საინტერესო და არც მათზე საუბარი”. განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი აჭარაში ვადამდელ არჩევნებს არ ელოდება.
ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა. მურმან დუმბაძე ღარიბაშვილს გამოცდილი მჩეველის აყვანს ურჩევს, რადგან თვლის, რომ ყველა ხელისუფალი, რომელიც ამ ეპითეტებით მიმართავდა ოპონეტებს, ცუდათ ამთავრებს მმართველობას. პრემიერ მინისტრს ტერმინოლოგიას მედეა ვასაძეც უწუნებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი